თიბისი ბანკი — ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, რომელიც ემსახურება თითქმის 700,000 მომხმარებელს ოთხ ბიზნეს სეგმენტში: კორპორატიული, საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მიკრო. ეს არის ქვეყანაში მეორე უდიდესი ბანკი აქტივების მიხედვით და ბაზრის ლიდერი – საცალო დეპოზიტების სეგმენტში.
შვილობილ კომპანიებთან ერთად თიბისიში დასაქმებულია თითქმის 3,000 ადამიანი. ბანკი, ძირითადად, საქართველოშიაწარმოებს საქმიანობას, თუმცა, მზარდი ქსელი შექმნა რეგიონში მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით: თიბისი კრედიტი - აზერბაიჯანში, თიბისი ინვესტი – ისრაელში და ბანკი კონსტანტა – საქართველოში, საერთო ჯამში 88 ფილიალით, 232 ბანკომატით და 2,446 პოს-ტერმინალით, 2011 წლის ბოლოს მდგომარეობით.
თიბისი ბანკის აქციონერთა შორისაა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 55% სააქციო კაპიტალით. სხვა საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორები, როგორებიცაა J.P. Morgan Chase Bank, N.A., London Branch ("JPMorgan") და Ashmore Cayman SPC No. 2 Ltd. ("Ashmore"), საერთო ჯამში ფლობენ ბანკის აქციების 10%-ს. ორი დამფუძნებელი აქციონერი ერთად ბანკის სააქციო კაპიტალის 28%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენ 7%-ი მენეჯმენტს და მინორიტარულ აქციონერებს ეკუთვნით.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Fitch Rating Agency and Moody’s Investor Services აწარმოებენ ბანკის ყოველწლიურ შეფასებას. მიმდინარე რეიტინგებია BB- (გრძელვადიანი IDR)/ B (მოკლევადიანი IDR) მინიჭებული Fitch -ის მიერ და B1 (FC)/ Ba3 (LC) მინიჭებული Moody’s -ის მიერ. უახლესი შეფასებები ჩატარდა 2012 და 2011 წლებში. 2012 წლის ივლისში Fitch-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) ‘B+’ საფეხურიდან ‘BB-’ საფეხურამდე აამაღლა, “სტაბილური” პროგნოზით. ამავე დროს, სააგენტომ ბანკის მდგრადობის რეიტინგი (VR) ‘b+ საფეხურიდან ‘bb-’ საფეხურამდე გაზარდა. მანამდე, 2011 წელს, სააგენტო Moody’s-მა ბანკის დეპოზიტების რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B3 საფეხურიდან B1 საფეხურამდე, ხოლო მისი ფინანსური პოტენციალის რეიტინგი (E+)დან (D-)მდე აამაღლა.
სახელი, თიბისი ბანკი, მის საწყის დასახელებასთან – თბილისის ბიზნეს ცენტრი – არის დაკავშირებული, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსდა. ამჟამად, თიბისი ბანკი მისი ოფიციალურად რეგისტრირებული სახელია და არა საწყისი დასახელების აბრევიატურა. [1]
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98_%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%98
Комментариев нет:
Отправить комментарий