სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” უნივერსალური საბანკო ინსტიტუტია, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე კომერციული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” განაღდებული და გაცხადებული საწესდებო კაპიტალი 148 042 701 ლარს შეადგენს. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკის მთლიანი აქტივები 428 948 090 ლარს შეადგენს. 2011 წლის 16 დეკემბერს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი BB (სტაბილური პროგნოზით) მიანიჭა.
ვეტებე ჯგუფი რუსული წარმოშობის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს სამ კონტინენტზე (ევროპა, აზია, აფრიკა), 20 ქვეყანაში ოპერირებს. ვეტებე ჯგუფი ფინანსური საქმიანობის მდიდარი ტრადიციებისა და გამოცდილების მატარებელია. საფინანსო ბაზრებს, სადაც იგი წარმოდგენილია, სთავაზობს საცალო და კორპორატიული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს
ვეტებე ჯგუფს 966 გაყიდვის წერტილი გააჩნია. Standard & Poor`s და Fitch სარეიტინგო სააგენტოების მიერ ვეტებე ბანკისთვის მინიჭებული საკრედიტო რეიტინგია BBB, Moody`s სააგენტოს მიერ – Baa1
http://ge.vtb.ge/about/
Комментариев нет:
Отправить комментарий