ბანკი "რესპუბლიკა" ერთ–ერთი უძველესი ქართული კერძო ბანკია, რომელიც დაფუძნდა 1991 წელს. ბანკი "რესპუბლიკა" წამყვანი კომერციული ინსტიტუტია, რომელიც ეწევა კორპორაციულ და საცალო საბანკო საქმიანობას, ასევე ფინანსურ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით. ბანკში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ბანკს 37 ფილიალი და სერვის-ცენტრი აქვს ქვეყნის მასშტაბით[1].
2006 წელს ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" გახდა ბანკის აქციების 60%-ის მფლობელი. 2009 წელს ჯგუფმა თავისი წილი 80%–მდე გაზარდა. "სოსიეტე ჟენერალის" გლობალური ცოდნა და კომპეტენცია ბანკ "რესპუბლიკის" ყველაზე ძლიერი მხარეა. ბანკი თანაბრად აქტიურია როგორც კორპორაციული, ასევე საცალო საბანკო საქმიანობის კუთხით და გასწევს ნებისმიერი სახის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას "სოსიეტე ჟენერალის" ჯგუფის ფარგლებში. "ბანკი რესპუბლიკა" აქტიურია იპოთეკური და სამომხმარებლო დაფინანსებისა და მიკროდაკრედიტების კუთხით და დახმარებას უწევს მცირე საწარმოებს არამხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
2010 წელს საქართველოს საბანკო სექტორმა კრიზისის დაძლევა შეძლო[2] დაიწყო, რაც პოზიტიურად აისახა "ბანკი რესპუბლიკას" გააქტიურებულ მარკეტინგულ აქტივობაზე, კომერციული პოზიციის გაძლიერებასა და ახალი პროდუქტების განვითარებაზე.
ბანკი "რესპუბლიკა" სთავაზობს კლიენტებს ხელსაყრელ და ინოვაციურ პროდუქტებს. 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისიდან ბანკმა მნიშვნელოვნად გაამარტივა საკრედიტო პირობები და წარადგინა ყველაზე დაბალი განაკვეთები საქართველოს ბაზარზე, რაც საზოგადოების მიერ შეფასდა, როგორც "ძალზე პოზიტიური კამპანია". ყოველივე ეს დადასტურდა კამპანიის პოპულარობით და წარმატებით აისახა ბანკის საკრედიტო პორტფელის ზრდაზე.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბანკ "რესპუბლიკისთვის" კვლავაც ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ბანკი რეგულარულად ახორციელებს მრავალ სოციალურ პროექტს საზოგადოების კეთილდღეობის მხარდასაჭერად[3].
ბანკის საქმიანობა
ბანკი "რესპუბლიკა" საქართველოს ბაზრის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნას წარმატებით უთავსებს დასავლეთის მაღალ სტრუქტურებს, აღიარებულია ყველაზე სანდო და დინამიკურად განვითარებად სტრუქტურად საფინანსო ინსტიტუტებს შორის. კორპორაციული, საცალო და სხვა საფინანსო მომსახურების მხრივ, ის სწრაფად მზარდი კომერციული ბანკია, რომელიც თავის მომხმარებელს უნივერსალურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს.
ბანკის სტრატეგია
ბანკ "რესპუბლიკის" საქმიანობა მომხმარებელზე და მის ბიზნეს შესაძლებლობებზეა ორიენტირებული, რაც ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" გააზრებული გადანაწილების პოტენციალისა და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტის მაღალი მიღწევების შესაბამისად იზრდება. ჩვენ ვამყარებთ მუდმივ კავშირს კლიენტთან და ვაძლევთ მას განვითარების და საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალებად. ბანკ "რესპუბლიკის" ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალში" გაერთიანების შედეგად ორგანიზაციაში დაინერგა რისკის მართვის მექანიზმები. კლიენტების ნდობის მოპოვება, მათი ბიზნესის უფრო მეტად მოზიდვა მთლიანად ჩვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%98_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90